საქართველოში კორონავირუსისგან 12 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 12 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-სგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1 381-ს შეადგენს.

ამასთან, დღეს საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ამ დროისთვის 2 562 შემთხვევაა დადასტურებული.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 633 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკს Mastercard-თან ერთად სტუდენტებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
შემდეგი სტატიადღეს დადასტურებული 170 შემთხვევიდან 124 აჭარას, 13 – ქუთაისს, 20 კი თბილისს უკავშირდება – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა