საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 416-მდე გაიზარდა, ხოლო 107 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 416-მდე გაიზარდა, ხოლო 107 გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„გვქონდა 411 დადასტურებული შემთხვევა, დღის განმავლობაში უკვე დამატებულია ხუთი შემთხვევა და მათი უმრავლესობა არის კონტაქტები ადრე დადასტურებული ინფიცირებული შემთხვევების. მათი ეპიდკვლევა დაწყებულია. გამოჯანმრთელდა უკვე 107 ადამიანი, გვაქვს გარდაცვალების ხუთი შემთხვევა“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიჯემალ გამახარია: რუსეთს განზრახული აქვს აფხაზეთში ე.წ ყირიმის ქვედანაყოფის დატოვება
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე: 24 საათში ჩატარდა 695 კვლევა ხუთ ლაბორატორიაში