საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 230-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 230 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 52 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4829 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 410.

banner
წინა სტატიაშიმაკა სოლოღაშვილი : კორონავირუსის დიაგნოზით სამი ახალი პაციენტია მოთავსებული, აქედან ერთი ექვსი წლის ბავშვია
შემდეგი სტატიაცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო