საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 593-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 593 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 223 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4830 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 521.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მოსახლეობის დასახმარებლად სამოქალაქო რეისები შეასრულა
შემდეგი სტატია4 მაისის მონაცემებით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 18,646 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 9,486