საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის 8 490 პირი დარეგისტრირდა

სპეციალურ ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველი 8 490 პირია რეგისტრირებული, მათ შორის „ფაიზერით“ აცრის სურვილი 6 000-მა ადამიანმა გამოთქვა.

ამ ეტაპზე საქართველოში სულ 4 281 პირია აცრილი. შესაბამისად, გასული ერთი დღის განმავლობაში 129 ადამიანი აიცრა.

შეგახსენებთ, გუშინ საიტზე დარეგისტრირების საშუალება სამედიცინო პერსონალთან ერთად, 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც მიეცათ, 18:00 სააათიდან კი ვაქცინების გრაფაში „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა გაჩნდა.

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია უკვე მიმდინარეობს, „ფაზიერით“ იმუნიზაცია კი დარეგისტრირებულ მოქალაქეებს 30 მარტიდან შეეძლებათ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშინინო ვიბლიანი – მესტიის მიმართულებით გზის გაწმენდა უკვე მიმდინარეობს და დღის ბოლომდე მოძრაობა აღდგება
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი – დანიელსონი ჩამოდის, რათა დაინახოს, არის თუ არა შესაძლებლობა, მხარეებს შორის მოიძებნოს საერთო ნიადაგი