საქართველოში კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამის ერთი შემთხვევა დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ეგრეთ წოდებული სამხრეთ აფრიკული შტამის ერთი შემთხვევა დადასტურდა.

მისივე თქმით, პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

„გიდასტურებთ, რომ ლაბორატორიულად ეგრეთ წოდებული სამხრეთ აფრიკული შტამის ერთი შემთხვევა დადასტურდა. დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს მოგზაურობის ისტორია დუბაიში. პირი სრულად განკურნებულია, კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მოგეხსენებათ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რეკომენდაცია გასცა, რომ არ იყოს გარკვეულწილად დისკრიმინაცია, ნუ ვახსენებთ სიტყვებს სამხრეთ აფრიკული, ინდური და ასე შემდეგ. მათი შემოკლებული აბრევიატურებით ვისარგებლოთ“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – შეზღუდვების აქტიური ტემპით მოხსნა აღარ იგეგმება
შემდეგი სტატიაქორწილის, ქელეხის, ბანკეტის და სხვა ღონისძიების გამართვა ისევ აკრძალულია