საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ ოთხი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 924 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ოთი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 785-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2819 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაშაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს