საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 348 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 76 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5000 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 494.

banner
წინა სტატიაშიხვალიდან სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეში
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე: უკვე შიდა გავრცელების პროცესი გვაქვს, რომელიც შეიძლება უკონტროლო გახდეს