საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სხვა სტატიები
- საქართველოში კორონავირუსის 1 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 833 პაციენტი
- მარინა ეზუგბაია : კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან რვა ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, ხოლო სამი სოფელ მარეთიდან
- რესპუბლიკურ საავადმყოფოში ცხრა პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, ყველა მათგანის ეპიდანამნეზი ცნობილია
საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 420 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 107 პაციენტი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ხუთი პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5223 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584.