საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 116 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 23 ადამიანი.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 301.

banner
წინა სტატიაშისამკურნალო-სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან იმპორტი დღგ-ისგან გათავისუფლდა
შემდეგი სტატიამოზარდს, რომელსაც ბათუმში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს