საქართველოში კორონავირუსის კიდევ 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 227 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 52 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია სამი პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4829, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 410 პირი.

banner
წინა სტატიაშიდღეს სპეცრეისით თბილისი-ლარნაკა-თბილისი საქართაველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან
შემდეგი სტატიაCOVID-19-ით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარება გრძელდება