საქართველოში კორონავირუსის კიდევ 14 შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულია 511 ადამიანი

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 14 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 511 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 156 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5107 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 534.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით ახალი ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს
შემდეგი სტატიაშსს – საქართველოს მასშტაბით სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია