საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი. განახლებული მონაცემები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 341 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1092-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 082 მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშინატო ბელარუსის საზღვართან სამხედრო ძალების გაფართოების შესახებ ინფორმაციას უარყოფს
შემდეგი სტატიაორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 22-ის მდგომარეობა მძიმე, ექვსის კი კრიტიკულია