საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 707 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 456-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3914 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 340.

banner
წინა სტატიაშიCovid-19 არ დაუდასტურდა ზუგდიდში გამოკვლეულ 94 პირს
შემდეგი სტატიაჯემალ გამახარია გიგა ოთხოზორიას მკვლელობას ეხმიანება