საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 702 შემთხვევა არის დადასტურებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 24-ით გაიზარდა და 456 შეადგინა.

ამ დროისთვის კლინიკებში კორონავირუსით მკურნალობს სულ 234 მოქალაქე. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პირი.

რაც შეეხება ტესტირებებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, პისიარტესტით (PCR) პირველადი ტესტირება უკვე ჩაუტარდა 40 711 პირს.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა
შემდეგი სტატიასაქართველო მზადაა დაეხმაროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თავის მოქალაქეებს