საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 677 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 419 მოქალაქე.

ამასთან, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია 12 პაციენტი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3873, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 393 პირი.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი – არის ქვეყნის ცხოვრებაში ეპიზოდები, რაც უკვე ვეღარ მართლდება, სადაც არც ღირსებაა, არც თავმოყვარეობა და ყველაფერი სულერთია, გამოვფხიზლდეთ ყველა
შემდეგი სტატიაყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს