საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 416 აჭარას, 72 თბილისს, 44 კი იმერეთს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევიდან 416 აჭარას, 72 თბილისს, 44 კი იმერეთს უკავშირდება.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგისტრირებულია 578 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 375 პაციენტი. აჭარაში დაფიქსირდა 416, თბილიში – 72, იმერეთში – 44, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 23, ქვემო ქართლში -10, გურიაში – რვა, სამცხე ჯავახეთში – სამი, კახეთში – ერთი, შიდა ქართლში – ერთი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე განმარტებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 4077 პაციენტიდან 45-ის მდგომარეობა კრიტიკულია, აქედან 43 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მარინა ენდელაძის ინფორმაციით, მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან ცხრა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილის და „ქართუ ფონდის“ საკუთრებაში არსებული იპოდრომის ტერიტორია დედაქალაქს გადაეცემა