საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი – 165 აჭარაში გამოვლინდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი – 165 აჭარაში გამოვლინდა.

როგორც ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფიცირების აქტიური 3 ათასი შემთხვევიდან 17 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე.

„ამჟამად აქტიური შემთხვევა გვაქვს 3 ათასამდე; მხოლოდ 17 არის კრიტიკულად მძიმე, დანარჩენების არის მძიმე, საშუალო და მსუბუქი. რეგიონების მიხედვით ლიდერობს აჭარა – 165 გახლავთ; იმერეთი 27; კახეთი – 6; თბილისში – 43; სამეგრელო- ზემო სვანეთი 6; სამცხე-ჯავახეთი – 4; ქვემო ქართლი- 3; შიდა ქართლი – 2.

რაც შეეხება ჩვენს სტაციონარს, აქ გახლავთ 31 კოვიდინფიცირებული, გვყავს 2 მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა კეთილსაიმედოა. მივიღეთ ერთი პაციენტი. ამ პაციენტების მდგომარეობა არის მსუბუქი და უმეტესად საშუალო სიმძიმის“,- განაცხადა ენდელაძემ.

banner
წინა სტატიაშიქალაქ ფოთში, ,,მხატვარ-მარინისტთა” საერთაშორისო არტ-პლენერის შემაჯამებელი გამოფენა მოეწყო
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური: კიბერუსაფრთხოების მიმართულებით გუშინ უფრო სუსტი იყო, პარტნიორების დახმარებით დღეს უფრო ძლიერები ვართ, მაგრამ ხვალ უფრო ძლიერები გვინდა ვიყოთ