საქართველოში კორონავირუსის 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 892 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 16 267 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 855, პისიარ-ტესტით – 7 412.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 252 972 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 240 629 გამოჯანმრთელდა, 3 038 კი გარდაიცვალა.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 530 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 3 302 პაციენტი, კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 444-ს შეადგენს.

ამასთან, 22 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 636 პაციენტი.