საქართველოში კორონავირუსის 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 590 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 286 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28 001, „პისიარ“ ტესტით – 15 285.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,28%, ბოლო 14 დღის – 3,53%, ბოლო შვიდი დღის – 2,97%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 342 880 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 325 016 გამოჯანმრთელდა, 4 739 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 134 602 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 565.

კარანტინის რეჟიმშია 48, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 826 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 693 პირი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 535, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 100, აჭარაში – 82