საქართველოში კორონავირუსის 964 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 964 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 607 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 190 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 696, „პისიარ“ ტესტით – 14 494.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,42 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,74 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,09 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 368 022 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 353 231 გამოჯანმრთელდა, 5 335 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 266 161 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 246.

კარანტინის რეჟიმშია 118, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 771 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 620 პირი.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 8 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიადღეს საქართველო უფრო ახლოსაა NATO-სთან, ვიდრე ოდესმე იყო – აპატურაი