საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1917 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის გვერდზე განახლდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 20-ით გაიზარდა და 1354-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390 პირი.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.

banner
წინა სტატიაშისაჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა
შემდეგი სტატიაქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 1000-მდე ბიოლოგიური ნიმუშიდან 28 დადებითი აღმოჩნდა