საქართველოში კორონავირუსის 821 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 821 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 866 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 478 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 864, „პისიარ“ ტესტით – 14 614.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,13%, ბოლო 14 დღის – 2,77%, ბოლო შვიდი დღის – 2,73%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 351 249 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 335 895 გამოჯანმრთელდა, 4 982 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 184 718 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 970.

კარანტინის რეჟიმშია 34, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 210 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 635 პირი.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 439 თბილისში, 86 იმერეთში, 71 აჭარაში გამოვლინდა