საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 746 შემთხვევა არის დადასტურებული.

ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 576-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2966 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს გიორგი გახარიას მოუსმენენ
შემდეგი სტატიაბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგა