საქართველოში კორონავირუსის 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 206 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 790 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 4 802, „პისიარ“ ტესტით –4 988.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,05%, ბოლო 14 დღის – 5,02%, ბოლო 7 დღის – 5,74%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 313 742 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 295 458 გამოჯანმრთელდა, 4 183 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 89, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 209 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 788 პირი.

ამასთან, 3 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 200 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე „სინოფარმის“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა
შემდეგი სტატიადიდუბეში ავარიული სახლების კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს