საქართველოში კორონავირუსის 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 329 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 982 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 394, „პისიარ“ ტესტით – 11 588.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: 2,43%, ბოლო 14 დღის – 5,56%, ბოლო 7 დღის – 4,79%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 326 441 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 306 264 გამოჯანმრთელდა, 4 379 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 77 343 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 056.

კარანტინის რეჟიმშია 73, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 278 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 710 პირი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიახვიჩია – დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებ