საქართველოში კორონავირუსის 769 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 769 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 460 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 272 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 544, „პისიარ“ ტესტით – 17 728.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,46%, ბოლო 14 დღის – 2,46%, ბოლო 7 დღის – 2,62%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 358 360 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 343 837 გამოჯანმრთელდა, 5 148 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 229 906 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 232.

კარანტინის რეჟიმშია 44, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 764 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 584 პირი.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიააბაშაში ტურიზმის რეგიონული ცენტრის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება