საქართველოში კორონავირუსის 754 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 754 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 438 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 928 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 639, „პისიარ“ ტესტით – 19 289.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,1%, ბოლო 14 დღის – 2,47%, ბოლო შვიდი დღის – 2,33%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 362 937 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 348 705 გამოჯანმრთელდა, 5 255 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 251 529 ადამიანი, დღიურად აცრილია 2 984.

კარანტინის რეჟიმშია 35, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 592 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 585 პირი.

banner
წინა სტატიაშიბუკიას ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 435, იმერეთში – 76, კახეთში – 69