საქართველოში კორონავირუსის 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 614 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 104 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 282, „პისიარ“ ტესტით – 13 822.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,05%, ბოლო 14 დღის – 2,45%, ბოლო შვიდი დღის – 2,4%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 362 183 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 348267 გამოჯანმრთელდა, 5237 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 248 545 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 201.

კარანტინის რეჟიმშია 35, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 592 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 585 პირი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 9 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიანაცვლიშვილი – პრემიერი პარლამენტში სადღეგრძელოებით თუ მოვა, ვერ დაიმსახურებს სათანადო შეფასებას პარლამენტის მხრიდან