საქართველოში კორონავირუსის 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 327 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 713 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 490, პისიარტესტით – 10 223.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,48 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,98 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,42 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 285 645 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 275 547 გამოჯანმრთელდა, 3 840 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 169, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 984 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 291 პირი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,42 პროცენტს შეადგენს