საქართველოში კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 441 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 441 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 989 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 126, პისიარტესტით – 6 863.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 257 632 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 248 537 გამოჯანმრთელდა, 3 159 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 530, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 694 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 311 პირი.

ამასთან, 29 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 637 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ახალი წევრები დაასახელა