საქართველოში კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 298 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 751 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 361, „პისიარ“ ტესტით – 7 390.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,19% ბოლო 14 დღის – 1,69%, ბოლო შვიდი დღის – 1,6%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 281 145 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 272 899 გამოჯანმრთელდა, 3 773 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 263, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 624 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 214 პირი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 330, იმერეთში – 67, შიდა ქართლში – 57