საქართველოში კორონავირუსის 6 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 6 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 818 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 58 291 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 36 465, „პისიარ“ ტესტით – 21 826.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,33%, ბოლო 14 დღის – 9,13%, ბოლო შვიდი დღის – 9,46%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 732 965 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 673 640 გამოჯანმრთელდა, 10 185 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 986 729 აცრა, დღიურად აცრილია 3 868.

კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 546 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 091 პირი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიავალერი გელბახიანი – სააკაშვილს ახლა მძიმე დღეები აქვს, ვალდებული ვარ გვერდში დავუდგე