საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა – გამოჯანმრთელდა 252

საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევიდან 370 აჭარას, 65 თბილისს, 63 კი იმერეთს უკავშირდება.

მისივე განმარტებით, დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 8118 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 252 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 4244-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 50-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი ადამიანი კი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიხელვაჩაურში, მდინარე მეჯინისწყალში გაუჩინარებულ მამაკაცს მესამე დღეა ეძებენ
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა