საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 498 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 16 808 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 9 163, „პისიარ“ ტესტით 7 645.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 26 1018 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 25 2246 გამოჯანმრთელდა, 3258 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 478, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 287 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 274 პირი.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა – ნიკანორ მელიას გირაოს გადასახდელად მიეცემა დამატებით ერთი კვირა და გადაუხდელობის შემთხვევაში, მივმართავთ სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე
შემდეგი სტატიააღკვეთილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ფაქტი