საქართველოში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 326 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 646 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 659, „პისიარ“ ტესტით – 9 987.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,15% ბოლო 14 დღის – 1,8%, ბოლო შვიდი დღის – 1,73%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 282 789 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 273 930 გამოჯანმრთელდა, 3 798 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 231, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 756 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 232 პირი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 281, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 78, აჭარაში – 45