საქართველოში კორონავირუსის 528 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 528 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 299 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ოთხი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 903 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 296, „პისიარ“ ტესტით – 6 607.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,53% ბოლო 14 დღის – 1,61%, ბოლო შვიდი დღის – 1,82%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 278 178 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 270 668 გამოჯანმრთელდა, 3 714 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 203, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 467 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 179 პირი.

banner
წინა სტატიაშიკახა საბანაძის შესაძლო მიყურადება-თვალთვალის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა