საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 10752 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 313 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 5866​-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ექვსი პაციენტი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 72-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 574 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 338-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიმტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მონიშვნები დაიხაზა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 313 პირი გამოჯანმრთელდა