საქართველოში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გარდაიცვალა 1 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 95 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 4 638 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 223, „პისიარ“ ტესტით – 1 415.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:დღიური – 1,1%, ბოლო 14 დღის – 0,99%, ბოლო 7 დღის – 0,84%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 655 221 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 637 293 გამოჯანმრთელდა, 16 811 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 882 587 აცრა, დღიურად აცრილია 38.

წინა სტატიაშიღარიბაშვილი – საქართველოში მცხოვრებ თითოეულ მუსლიმს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გილოცავთ რამადან-ბაირამს – ერთთვიანი მარხვის საზეიმო დასრულებას, სულიერი განწმენდის, სიკეთისა და ერთმანეთზე ზრუნვის დიდ დღესასწაულს
შემდეგი სტატიადღეიდან პირბადის ტარება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში იქნება სავალდებულო