საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 481 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 358 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 320, „პისიარ“ ტესტით – 12 038.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური 2,09 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,77 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,47 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 340 838 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 323 409 გამოჯანმრთელდა, 4 699 გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ აცრილია – 125 601 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 291.

კარანტინის რეჟიმშია 48, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 965 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 668 პირი.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიახვიჩია – ოპოზიციას თუ რეგლამენტს არგებდნენ, წესიერად მოერგოთ, ჩემთვის არ მოურგიათ, ცოტა ნაწყენი ვარ