საქართველოში კორონავირუსის 507 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 660 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 507 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 660 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 359 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 451, პისიარტესტით – 7 908.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,08 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,36 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 264 665 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 256 684 გამოჯანმრთელდა, 3 336 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 304, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 045 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 284 პირი.

ამასთან, 11 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 639 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასიკვდილი მელოდება, გთხოვთ, რუსეთში ექსტრადირებისგან დამიცავით – ალექსანდრ ბანდიუკოვი