საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 968 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 844-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4425 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –222.

banner
წინა სტატიაშიმუხრანში მამისა და ბაბუის მკვლელობ​აში ბრალდებული დააკავეს
შემდეგი სტატია“სულ უფრო და უფრო უცნაურია ეს საქმე”- ნარეკვავიდან-თემქაზე გაგრძელებული წვეულება-რატომ არ ყვება ფოტოგრაფი ჩვენებაში სიმართლეს (Foto)