საქართველოში კორონავირუსის 5 340 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 5 340 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 631 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 62 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 55 301 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 544, „პისიარ“ ტესტით – 22 757.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,66%, ბოლო 14 დღის – 9,45%, ბოლო შვიდი დღის – 9,99%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 743 511 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 681 919 გამოჯანმრთელდა, 10 300 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 1 995 150, დღიურად აცრილია – 4 063.

კარანტინის რეჟიმშია 36, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 666 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 242 პირი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 62 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტრო – ოთხკომპონენტიანი ​გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 000 დოზა ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად გადანაწილდება