საქართველოში კორონავირუსის 5 206 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 5 206 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 648 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 48 615 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 423, „პისიარ“ ტესტით – 16 192.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,71%, ბოლო 14 დღის – 9,34%, ბოლო შვიდი დღის – 9,77%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 738 171 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 678 288 გამოჯანმრთელდა, 10 238 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 1 990 501, დღიურად აცრილია – 3 469.

კარანტინის რეჟიმშია 37, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 648 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 159 პირი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის ახალი PLUS ბარათი გაუმჯობესებული პირობებით