საქართველოში კორონავირუსის 5 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 5 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 428 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 62 პაციენტი.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 51 440 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 36 162, „პისიარ“ ტესტით – 15 278.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,89%, ბოლო 14 დღის – 9,11%, ბოლო შვიდი დღის – 8,97%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 819 182 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 759 657 გამოჯანმრთელდა, 11 615 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 107 467 აცრა, დღიურად აცრილია 9 594.

კარანტინის რეჟიმშია 58, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 588 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 103 პირი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 62 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიათავისუფლება დღეს ჩვენი! წმინდა გიორგი შეგვეწიოს ჩვენს გარდაუვალ გამარჯვებაში! – სააკაშვილი