საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 318 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 10 225 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 318 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 5 553​-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 66-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 574 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 338-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხუთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიამ საქართველო კორონავირუსის მქონე რისკჯგუფის ქვეყნების სიაში შეიყვანა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა