საქართველოში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 254 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 293 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 751, „პისიარ“ ტესტით – 9 542.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,93% ბოლო 14 დღის – 1,59%, ბოლო შვიდი დღის – 1,92%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 278 628 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 270 922 გამოჯანმრთელდა, 3 722 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 265, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 463 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 180 პირი.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩხეიძე წულაიაზე – რახან ქალი გამოიყენეს იარაღად, უკვე ცუდი ტონია მისი დაცვა?!
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა