საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 299 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 6 640 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 299 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3 419-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 39-ია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 413 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 869-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ინფექციურ კლინიკას 4 კოვიდდადებითი პაციენტი დაემატა,ოთხივე მათგანი ქუთაისიდანაა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 241 აჭარას, 98 იმერეთს, 62 კი თბილისს უკავშირდება