საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 1773 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1325 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 882 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეწვია
შემდეგი სტატიაშსს: სოფელ ნინოწმინდაში ოჯახში ძალადობისა და მუქარისთვის 1 პირია დაკავებული