საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 999-ია, რომელთაგანაც 870 გამოჯანმრთელებულია. 15 კი გარდაცვლილი.
კარანტინის რეჟიმში 5001 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 219.